პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ორი ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა. ფრაქციებს - „ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის" და „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის" ერქმევა.
პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაგზავნილ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრაქცია წარმოადგენს საერთო შეხედულებებისა და ინტერესების მქონე პარლამენტის წევრთა გაერთიანებას.
ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის” 11 წევრისგან შედგება. თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე იქნება.
რაც შეეხება წევრებს - ფრაქციაში შევლენ ირაკლი ხახუბია, პაატა მხეიძე, ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაშვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე და იოსებ მაკრახიძე.
ფრაქციას „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის" 7 კაციანი შემადგენლობით ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა პაპუაშვილი იქნება.
ფრაქციაში ასევე წევრიანდებიან ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც ფრაქციის მდივნის თანამდებობას დაიკავებს, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე და ირაკლი აბუსერიძე.