საკანონმდებლო ორგანოში გამოთქმული უცენზურო გამონათქვამების გამო „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი“ გიორგი კვირიკაშვილისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.
ამ წუთებში ორგანიზაციის წევრები საპატრულო პოლიციის ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ და პრემიერმინისტრს უცენზურო სიტყვების გამო აკრიტიკებენ. აქციის მონაწილეებს ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი, სადაც პრემიერმინისტრის მიერ გამოყენებული ფრაზებია დაწერილი.