20 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
"აუხსნელია ასეთი სისასტიკე"- ოპოზიციას პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციას შეკითხვები აქვს.  ოპოზიციის წევრების თქმით, სამართალდამცავებმა ორგანოებმა უნდა გამოაქვეყნონ დოკუმენტაცია და ფაქტები, რომელიც ადასტურებს დაკავებულებისა და დაჭრილი პირის კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. იმ შემთხვევაში თუ ასეთი კავშირი დადასტურდება ისინი ითხოვენ დასაბუთებას, თუ რის საფუძველზე მოხდა ღამით ახალგაზრდის დაჭრა. ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი, იმ შემთხვევაში თუ ჰიპოთეტურად ასეთი დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი, აუხსნელია ასეთი სისასტიკე იმ ადამიანისთვის, რომელიც იმ დროისთვის არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს და უბრალოდ ეძინა. ენმ ხელისუფლებას მოუწოდებს, ეს გამოძება არ გააყალბოს, არ გადატეხოს ჯოხი უდანაშაულო ადამიანებზე, ნუ შეეცდება შექმნას პანკისის ხეობაში მცხოვრებთაგან მტრის ხატი და ხელოვნურად შექმნილი მტრის ხატით არ შექმნას წინაპირობა იმისთვის, რომ ამ გარემოებებით უცხო ძლებმა ისარგებლონ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

ოპოზიციის წევრები ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვენ.

„იმისთვის, რომ დაძაბულობა არ იყოს და ვინმემ მართლა არ გამოიყენოს, აუცილებელია პასუხები ამ კითხვებს - ის თუ რით დასტურდება დაკავებული ადამიანების კავშირი ჩატაევთან. მთავარი პრობლემა, რომელიც ამ დღეებშია, არის თუ რით დასტურდება ჩატაევთან ახალგაზრდის კავშირი, რომელიც დაჭრილია, ასევე ის კითხვები, რასაც ოჯახი აყენებს, ფაქტობრივად, მძინარე მდგომარეობაში იყო ნასროლი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები