შეერთებულ შტატებს რუსეთის მიმართ ილუზია არ აქვს და კარგად იცის რა რეჟიმთან აქვს საქმე- ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც რექს ტილერსონმა გაზეთ "New York Times"-ში გამოაქვეყნა.
ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი წერს: "დღეს შეერთებულ შტატებს ცუდი ურთიერთობა აქვს ფეხზე დამდგარ რუსეთთან, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეიჭრა მეზობელ საქართველოში, უკრაინაში და გაანადგურა დასავლური ერების სუვერენიტეტი მათ არჩევნებში ჩარევით".
რექს ტილერსონი ასევე ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ამერიკა ჩვეულ ურთიერთობას ვერ გააგრძელებს, ვიდრე უკრაინის სიტუაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება.