„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მარეგულირებელი კომისიის დაშლას აპირებს. ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა დენის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გააკეთა. ის მოუწოდებს სემეკის თანამშრომლებს უკვე დაიწყონ სამსახურების ძებნა.
„ვიწყებთ საპრეზიდენტო ბრიფინგებს. ათი თვის განმავლობაში მე მოგახსენებთ რის გაკეთებას ვაპირებ გაპრეზიდენტებიდან პირველსავე თვეებში. ეს მოხდება რა თქმა უნდა თუ ზოგიერთი ჩვენგანი ვერცხლზე არ გაიყიდება. წინასაახალწლოდ ხელისუფლებამ შესანიშნავი მოლოცვა გააკეთა დენის და წყლის გაძვირებით. შესაბამისად ივანიშვილი -კალაძის მილიარდებს დაემატა, რამდენიმე მილიონი ჩვენგან ამოღებული კაპიკები. გაპრეზიდენტებისთანავე დაუყოვნებლივ დავშლი მარეგულირებელ კომისიას, მაფიას და თავიანთ გადაწყვეტილებებს აი ასეთ არაადამიანურ გაძვირებებზე გადავახევ თავზე. ასე რომ მათ შეუძლიათ ახლავე ეძებონ სამსახური თუ ასეთ იშოვიან. მაგრამ ასეთს ვერ იშოვიან იმიტომ რომ 20 ათასი, 25 ათასი ხელფასი აქვთ ჩვენს წამებაში ყოველთვიურად,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით ტარიფების გაძვირებაში არაფერი ახალი არ ყოფილა და ის ამას ელოდა. შალვა ნათელაშვილი ამაზე პასუხისმგებლობა იმ ამომრჩეველს აკისრებს, რომლებმაც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა.