20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
Wizz Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი ავარიულად ბულგარეთის ტერიტორიაზე დაეშვა

კომპანია Wizz Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით ასრულებდა, ავარიულად ბულგარეთის ტერიტორიაზე დაეშვა. მიზეზი მეხის გავარდნა გახდა, რამაც თვითმფრინავი დააზიანა.

ეკიპაჟი და მგზავრები არ დაშავებულან და ამ დრომდე დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას ელოდებიან. მგზავრები, თითქმის, 4 საათია, რაც ბულგარეთში იმყოფებიან. მგზავრების თქმით, საელჩოსთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.

სოფიას აეროპორტში მყოფი მგზავრები აცხადებენ, რომ Wizz Air-სა და ქუთაისის აეროპორტში სხვადასხვა პასუხს სცემენ.

მგზავრების თქმით, ამ წუთებში უკვე ავტობუსით გადაჰყვათ სალონიკის მიმართულებით.

„ჩვენ თითონ მგზავრები ვცდილობთ, რომ დავუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, აქაურ კონსულს, მაგრამ ვერ ხერხდება,“ - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი, სუზი ანდღულაძე.

 

დღის ამბები