20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ისლამური სახელმწიფო და ტერორისტები, ხელისუფლების დამსახურებით, შუა თბილისში აღმოჩნდნენ - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ახალი წლიდან ახალ პოლიტიკურ კამპანიას და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა 2017 წელი საგანგებო ბრიფინგზე შეაჯამა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა საშიშ ფორმებს იღებს და ამ რეჟიმის დამარცხებას ქვეყნის პირველი პირის მანდატით შეძლებს.

„გასული წელი დაგვამახსოვრდა იმით, რომ მოხდა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება და ქვეყანას, ხალხს წაერთვა უფლება, თვითონ აირჩიოს თავისი პრეზიდენტი და სახელმწიფოს მეთაური. მასობრივად გაყალბდა ადგილობრივი არჩევნები. გაუფასურდა და კატასტროფა დაემართა ეროვნულ ვალუტას. ისლამური სახელმწიფო და ტერორისტები, ხელისუფლების დამსახურებით, შუა თბილისში აღმოჩნდნენ,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები