20 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ხელისუფლება იყო დაბნეული, იმიტომ, რომ ის არ არის მიჩვეული მწერალთა წრიდან პროტესტს - დავით ზურაბიშვილი

„თავიდანვე, როდესაც მოჰყვა მწერლების პროტესტი, ხელისუფლება იყო დაბნეული იმიტომ, რომ ის არ არის მიჩვეული მწერალთა წრიდან პროტესტს. არავინ არ იყო იქ პოლიტიკოსი გარეული. არ იყო ნაციონალური მოძრაობა და ვერ დააბრალებდნენ ცხრა წელს,“ - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის წევრმა, მწერალმა დავით ზურაბიშვილმა პოეტ ზვიად რატიანის საქმის შეფასებისას გააკეთა.

ზვიად რატიანი სამართალდამცავებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მანამ, სანამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანის ვიდეოს გამოაქვეყნებდა, მანამდე შსს-ს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ვიდეოკადრებს არ გაავრცელებდნენ.

ის აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ საქმის პოლიტიზირებას ცდილობდა და ამ კადრების გავრცელებით სახალხო აღშფოთების გამოწვევა უნდოდათ.

„აქ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო წმინდად დაკვეთის შემსრულებელი, ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შსს-ს პასუხისმგებლობაა, როდესაც ასეთი ვიდეო დაამონტაჟა.

დავით ზურაბიშვილის თქმით, შს მინისტრის მწერლებთან შეხვედრა სიტუაციის გადაგორების მცდელობაა.

დღის ამბები