2018 წლის დადგომას ქვეყანა ახალი მერებით და საკრებულოს შემადგენლობით ხვდება -
2017 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა თვითმმართვბელობის არჩევნები იყო.
რა გეგმები აქვს თბილისის მერს მომავალი წლისთვის და როგორ აფასებენ უკვე განვლილ წელს თბილისის საკრებულოს წევრები.
"გავხდი დედაქალაქის მერი და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის და კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს, იყო თბილისის მერი. ქალაქთან დაკავშირებით ვიცით, რომ არის ძალიან ბევრი პრობლემა და შესაბამისად, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რათა ის პრობლემები, რაზეც ვსაუბრობიდთ, ნოგვარებული იქნას," - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.