20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"გაშვებული შესაძლებლობების წელი" - მესამე სექტორმა 2017 წელი შეაჯამა

სამოქალაქო სექტორი 2017 წელს "გაშვებული შესაძლებლობების" წლად ასახელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას სამართალდამცველთა მხრიდან ხშირ გადაცდომებზე, მედიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. ისინი კონსტიტუციაში ცვლილებებსაც იხსენებენ და იმის გამო, რომ მთავარ საკითხზე პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით შეჯერება ვერ მოხდა, მმართველ გუნდს საყვედურობენ.

„2017 წელი იყო, გარკვეულწილად, არასაკმარისად გამოყენებული ან გაშვებული შესაძლებლობების წელიწადიც. გაუქმდა შვიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მოსმენების კანონთან დაკავშირებული პროცესი, რომელიც, სამწუხაროდ, დასრულდა არა იმ შედეგით, რა შედეგითაც სამოქალაქო საზოგადოება ამას ისურვებდა. პირველ რიგში უნდა გამოვყოთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

მიმდინარე წელი შეაჯამა ეკა გიგაურმაც.

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელმა მთავარ პრობლემად საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზები დაასახელა, რომლის შეცვლაც მესამე სექტორმა ვერ შეძლო.

მან ასევე გაიხსენა ის პროცესები, რომელიც რუსთავი2-თან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

„ის პროცესები, რაც ვითარდებოდა რუსთავი2-თან დაკავშირებით და რომელიც შეჩერდა სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად, იყო პრობლემატური. ის თავდასხმები, რასაც ადგილი ჰქონდა წლის განმავლობაში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიაზე, იყო პრობლემატური,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საია-ის თავმჯდომარე კი ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მათ შორის არის სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და ახმედ ჩატაევის ლიკვიდაცია.

„არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ქვეყნისთვის, რადგან, თუკი უსაფრთხოება და ზოგადად ტერორისტებისათვის საქართველოს გახდება ისეთი ადგილი, რომელიც მათი ინტერესის საგანი იქნება, რამდენად მზად არის ქვეყანა, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები,“ - განაცხადა სულხან სალაძემ

დღის ამბები