მინისტრთა კაბინეტის წევრების შეფასებით, 2017 წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყო.
საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, აცხადებს, რომ სწორედ 2017 წელს გადაჭრილი იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. გარდა ამისა, მიხეილ ჯანელიძე წლის მნიშვნელოვან მოვლენად აშშ-თან თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებას ეხება.
„ეს ეხება, როგორც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ახალ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, კი თვლის, რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც ამ დრომდე გადაუჭრელ ოკუპაციას შეეხება, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად.
„ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის უზრუნველყოფა ფართო გაგებით. ბუნებრივია, არსებობს გამოწვევები, რომელიც ათასობით ოჯახს ყოველდღიურ პრობლემას უქმნის, იმ ოჯახებს, რომლებიც არიან გამოდევნილი საკუთარი სახლებიდან,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, წლის მთავარ მიღწევად საკონსტიტუციო ცვლილებებს ასახელებს.
მისი თქმით, ახალმა კონსტიტუციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით გააკეთა გარღვევა, მათ შორის არის ადამიანის უფლებების ახალი სტანდარტი.