20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
პანკისის სპეცოპერაცია - ახმეტაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი, პანკისის მცხოვრებლებს შეხვდნენ. განსახილველი მთავარი საკითხი, პანკისში ჩატარებულ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია იყო. 

შეხვედრას ახმეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც დაესწრო. ითქვა, რომ სპეცოპერაცია ეს იყო კონკრეტული დანაშაულის პრევენცია და მისი გაიგივება ქისტ ხალხთან დაუშვებელია.

შეხვედრისას განხილული იყო პანკისში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებიც.

ანალოგიური ტიპის შეხვედრა დაგეგმილია პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთანაც.

„ჩვენ ვისაუბრეთ ხეობაში არსებულ პრობლემებზე. გავაანალიზეთ ჩვენი მოსახლეობის განწყობა. გამოიკვეთა რამდენიმე საჭიროება. მათთან კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი ზოგადად ხვალინდელი დღისთვის,“ - განაცხადა ახმეტის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა.

დღის ამბები