20 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა - „ევროპული საქართველო“ ჯანდაცვის სამინისტროსგან დამატებით განმარტებას ითხოვს

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ ჯანდაცვის სამინისტროსგან დამატებით განმარტებებს ითხოვს. ოპოზიციის განცხადებით, აშკარაა საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი, რაც სახელმწიფოს ორ უწყებას შორის არასათანადო კოორდინაციამ და კონსულტაციების არარსებობამ გამოიწვია.

„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, აუდიტის სამსახურს ასეთ სენსიტიურ საკითხზე უფრო დაზუსტებული ინფორმაცია უნდა გაევრცელებინა. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოება უნდა გაეფრთხილებინა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ზიანი მიადგა საზოგადოებრივ ჯანდაცვას იმის გამო, რომ ისედაც საქართველოში გარკვეულ ჯგუფებში არსებობს უნდობლობა, ზოგადად, აცრების მიმართ. ასეთი დამაბნეველი და შემაშფოთებელი ინფორმაციის ასე დაუზუსტებლად და ზოგ შემთხვევაში, არასათანადო განმარტებებით გავრცელება, ხელს უწყობს უნდობლობის გაღრმავებას,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები