ამ წუთებში კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ გენერალური პროკურატურის საჩივარს განიხილავს.
ბრალდების მხარემ პეჩორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა და შემდგომ ინსტანციას, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის მისჯის მოთხოვნის მიმართა.
პროკურატურის საჩივრის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლოში სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო.
დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად უკრაინის რადას დეპუტატებიც მივიდნენ.