30 დეკემბერი 2024,   22:10
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ადვოკატი რუსთავის მერის დაკითხვას ითხოვს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კითხვების ნიშნები აქვს გიორგი ჭანტურიას ადვოკატს. მისთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ დაკითხეს რუსთავის მერი და რატომ იმყოფებოდა ის მკვლელობიდან ნახევარ საათში შეთხვევის ადგილას ე.წ. სტამბოლის ბაზარში.

ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

„ტაბაღუამ სამ მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. პირველი, ეს არის, რომ მისი მოსვლისთანავე, რატომ გაათავისუფლა ჭანტურიები. რატომ დანიშნა მისი სახლისკაცი იურისტად, რომელიც მისი ნათესავია. მესამე კითხვაა, ცხონებული სოსო ქუთათელაძის გარდაცვალების ფაქტიდან დაახლოებით ნახევარ საათში, რა უნდოდა დანაშულის ადგილზე,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. 

რუსთავის მერია ფლობს ბაზრის 15 პროცენტიან წილს და მართვის პროცესში უშუალოდ არის ჩართული. 

გენერალი ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში ნახეს გარდაცვლილი. მისი გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა დააკავეს გიორგი ჭანტურია, რომელიც ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

დღის ამბები