30 დეკემბერი 2024,   21:31
ვრცლად
პრეზიდენტის ბოლო მოხსენება - დაპირისპირების მიუხედავად პრემიერი პარლამენტში მივა

პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პრემიერ-მინისტრი დაესწრება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილის ადმინისტრაციამ, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ დაადასტურა, რომ მთავრობა პარლამენტში მივა და მკვეთრი დაპირისპირების მიუხედავად მთავარ პოლიტიკურ მოვლენაში მონაწილეობას მიიღებს.

გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენების გაკეთება მმართველ გუნდთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის ფონზე მოუწევს.

დაპირისპირება კი ღია ბრალდებებში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მმართველმა გუნდმა ქვეყნის პირველი პირი მის მიერ შეწყალებული პატიმრის გამო გააკრიტიკა. მომხდარს მალევე გამოეხმაურა პრეზიდენტი და  თქვა, რომ „ქართული ოცნება“ მას  ენ-კა-ვე-დეს მეთოდებით ებრძვის . საპასუხოდ მმართველმა გუნდმა მარგველაშვილის განცხადებები პოლიტიკური სიბეცედ შეაფასა.

პარლამენტში პრეზიდენტი 2 მაისს მივა. მიუხედავად დაპირისპირებისა მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რმ შეხვედრა კონსტრუქციულად ჩაივლის თუმცა მარგველაშვილს კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს.

პრეზიდენტის ბოლო ანგარიშის მოსასმენად ემზადება ოპოზიციაც. საპარლამენტო უმცირესობაში ვარაუდობენ რომ მმართველი გუნდი ამ შემთხვევასაც პრეზიდენტზე თავდასხმისთვის გამოიყენებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები