15 მაისი 2024,   23:20
ვრცლად
სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს, რომელმაც გუშინ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბრალს დღეს წაუყენებენ

სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს, რომელმაც გუშინ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბრალს დღეს წაუყენებენ. მას გამოძიება 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. როდის მოხდება მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, ჯერ უცნობია. მძღოლი, რომელმაც უბედური შემთხვევის დროს თავადაც მიიღო დაზიანება, ამ დრომდე რჩება კლინიკაში. ექიმის განცხადებით, მას მრავლობითი დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ისინი რამდენიმე კლინიკაში არიან გადანაწილებულები. მათგან განსაკუთრებით მძიმეა ერთის მდგომარეობა.

დღის ამბები