2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 % შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
წინა წლის ნოემბერთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 13.4 %-ით.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ხილი და ყურძენი 30.3 %, ბოსტნეული და ბაღჩეული 16.2 %, რძე, ყველი და კვერცხი 15.4 %, თევზეული 14.5%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 13.1%, პური და პურპროდუქტები 11.9 %.
ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 15.4%-ით.
ტრანსპორტზე დაფიქსირდა ფასების 3.1 %-იანი მატება.
ფასები მომატებულია არა მხოლოდ წინა წლის ნოემბერთან, არამედ წინა თვესთანაც შედარებით. ოქტომბერთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 1.2%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე 2%-ით.