18 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
მხარდამჭერების წინაშე სახის შენარჩუნების მცდელობა - თალაკვაძე ოპოზიციის მიერ ე.წ გერმანული მოდელის დარეგისტრირებაზე

ოპოზიციის მიერ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ახალი კანონპროექტის დარეგისტრირებას, რომელიც ე.წ გერმანული მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტს წარმოადგენს, პარლამენტის თავმჯდომარე მხარდამჭერების წინაშე სახის შენარჩუნების მცდელობად აფასებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრაზე, რომელსაც დიპლომატებიც ესწრებოდნენ, ნათლად გამოჩნდა, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი არაა.

"მხარდამჭერების წინაშე სახის შენარჩუნებას ცდილობენ. შეხვედრას ვენეციის კომისია და ელჩები ესწრებოდნენ და გამოჩნდა, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არაა,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დიალოგი აუცილებელია და ის უნდა გაგრძელდეს.

დღის ამბები