18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ეს იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

“ყველანაირ საფუძველი, ფორმალური და მატერიალური საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას შეწყვეტოდა სადეპუტატო უფლებამოსილება და ბუნებრივია, პარლამენტმა ამ ლოგიკით იხელმძღვანელა“ - ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასთვის პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითზე საუბრისას გააკეთა.

„ეს იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით. მათ შორის, დადგენილია კონსტიტუციით და რეგლამენტით კონკრეტული პროცედურა, რომლის საფუძველზეც დეპუტატს უწყდება უფლებამოსილება და პარლამენტმა ზედმიწევნით, ამ პროცედურის შესაბამისად იმოქმედა. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ საკმაოდ მძიმეა თავისი შინაარსით ის ბრალდება, რომლის მიხედვითაც ნიკანორ მელიას შეეფარდა შესაბამისი სასჯელი. აქედან გამომდინარე, ყველანაირი საფუძველი ფორმალური და მატერიალური საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას შეწყვეტოდა სადეპუტატო უფლებამოსილება და ბუნებრივია, პარლამენტმა ამ ლოგიკით იხელმძღვანელა“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები