18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
"ტრანსპორტი არ ყოფნით ჩვენს მომხრეებს, რომ თბილისამდე ჩამოვიდნენ და შეუერთდნენ ღონისძიებას" - მამუკა მდინარაძე

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" მიერ ხვალ დაანონსებული ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური იქნება. "ქართული ოცნების" წევრები კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას, რომ მმართველი პარტია ღონისძიებისთვის მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს. 

"ჩვენ მოწვეული გვყავს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, "ქართული ოცნების" ევროპული, საგარეო კურსის მხარდამჭერები და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მასშტაბური იქნება ის შეკრება, რომელიც ხვალ გაიმართება," - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე.

ხვალინდელი ღონისძიების შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

"ისედაც ძალიან ბევრი ადამიანია და რეგიონებიდან უკვე ინფორმაცია გვაქვს, რომ ტრანსპორტი არ ყოფნით ჩვენს მომხრეებს, რომ თბილისამდე ჩამოვიდნენ და შეუერთდნენ ამ ღონისძიებას," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები