ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურ გამოწვევას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს," -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო დაკავებული ექიმის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს.
"ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში. ეს არის გაუგონარი ბოროტება, რომ ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა, არის დაპატიმრებული. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურ გამოწვევას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელია ოკუპაციაზე, რაოდენ დესტრუქციულია და რაოდენ უპასუხისმგებლოდ ექცევა უბრალოდ ადამიანებს.
მისი ოჯახისა და საზოგადოების მოთხოვნა არის ლეგიტიმური. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები და ასევე მოქალაქეები, ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.