18 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
დიალოგის მესამე რაუნდმა კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა - ელიზაბეტ რუდი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეტ რუდის  შეფასებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.

მისი ინფორმაციით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება.

"დიალოგის მესამე რაუნდმა კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა, ყველა მხარე თანხმდება, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. რადგან ეს დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც მოვლოდით, საუბარი იყო მრავალმანდატიან საარჩევნო სისტემაზე. დღეს ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, მაგრამ კარი ღიაა, რათა გაგრძელდეს კონსულტაციები. შესაძლებელია, დღესასწაულებამდე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს," - აღნიშნა რუდმა. 

 

დღის ამბები