18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე -"2012 წლიდან არავის უკადრებია ციხეში შესვლის ნებართვის დაბლოკვა"

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შელაპარაკება მოუხდათ. ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნა 20 ივნისს დაკავებული პირების მონახულება იყო.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი აღნიშნავს, რომ 20 ივნისს დაკავებული პირები პოლიტიკასთან არაფერ კავშირში არ არიან და მათზე ზეწოლა დანაშაულია. რატიანის თქმით, დიდი ხანია ითხოვს 20 ივნისს დაკავებული პირების ნახვას, რისი სასუალებაც ამ დრომდე არ მიეცა. 

"თამლიანს გაუკეთეს ოპერაცია და ჩვენ კი შიგნით არ გვიშვებენ, რომ ვნახოთ, რა მდგომარეობაშია. ამათი პასუხი კი არის ის, რომ თურმე ბოიკოტის რეჟიმში ვართ, რეალურად კი ბოიკოტის რეჟიმი არის ჩვენი უფლება, პატიმრებთან შესვლა კი, ჩვენი პრივილეგია კი არ არის, არამედ ჩვენი უფლება და მოვალეობაა, რომ საზოგადოებაში, როდესაც ეჭვია და არავინ იცის რა ხდება ციხეში, ჩვენ უნდა შევიდეთ და ვნახოთ ვითარება. 2012 წლიდან არავის უკადრებია ციხეში შესვლის ნებართვის დაბლოკვა, როდესაც ხოში ექნებათ მაშინ შეგვიშვებენ თუ რა ხდება მართლა, სასაცილოა. ნაწამები ჰყავთ ეს ადამიანები, თვალები დათხარეს, შედიან ამ ადამიანებთან და ხდება ზეწოლა, რომ უგულავას და მათ დაადონ ხელი. ეს ადამიანები კი არავითარ კავშირში არ არიან პოლიტიკასთან," განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები