18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ივანიშვილი არის დანაშაულის სახელი, რომელსაც ეწოდება სახელმწიფოს მიტაცება - სერგო რატიანი

ივანიშვილი არის დანაშაულის სახელი, რომელსაც ეწოდება სახელმწიფოს მიტაცება - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი პროკურატურაში გიგა ბოკერიას დაკითხვას. როგორც რატიანი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი ვერ აცნობიერებს, რომ საკუთარ რეპუტაციას ანადგურებს.

“ის ვერ ხვდება, რომ ამით კიდევ ერთხელ ანგრევს საკუთარ რეპუტაციას და დღეს უნდა ითქვას, რომ ივანიშვილი არ არის კონკრეტული პირის სახელი, ივანიშვილი არის დანაშაულის სახელი, რომელსაც ეწოდება სახელმწიფოს მიტაცება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ოპოზიციაზე თავდასხმად აფასებს გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინა ბოკუჩავა.

“ივანიშვილს ჰგონია, რომ ოპოზიციაზე ასეთი თავდასხმებით  საქმეების წარმოებით, თუ ჩვენი ციხეში გამოკეტვით თუ მანდატის შეჩერებით, ის დააკნინებს და გააჩერებს იმ ერთობლივ ბრძოლას, რაც ახლა სამართლიანად მიმდინარეობს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი  გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ბოკერიამ  პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა.

  

დღის ამბები