18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
სოფო კილაძემ ციხეში ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი მოინახულა 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ციხეში ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი მოინახულა. სასჯელაღსრურების დაწესებულებაში დეპუტატი იმ შეხვედრის შემდეგ წავიდა, როცა დაკავებულების დედებმა მიაწოდეს ინფორმაცია მათი შვილების სავარაუდოდ ცუდ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, ორივე პატიმარი თავს კარგად გრძნობს. კილაძის ინფორმაციით, ზურაბ ბუდაღაშვილმა სხვა საკანში გადასვლა მოითხოვა, რასაც ციხის ადმინისტრაცია დათანხმდა. 

"ორივე ახალგაზრდის მდგომარეობა არის ნორმალური, ერთ-ერთს უნდოდა სხვა საკანში გადასვლა, ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას და მათ უზრუნველყვეს მისი სხვა საკანში გადაყვანა. ხვალ არის სასამართლო და შესაბამისად, ვიმუშავებთ მაქსიმალურად, რომ მათი უფლებები იყოს სრულად დაცული,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი ამბობს, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდის. 

"მე ისიც მიკვირს, რატომ ზის ჩემი შვილი იქ, მაგრამ რადგანაც ზის, უკვე ჯანმრთელი მინდა იყოს და მაგაზე უფრო ვნერვიულობ. უკვე ის რომ ზის, ის არ მადარდებს იმდენად, რამდენადაც შვილის ჯანმრთელობა ციხეში.“ - განაცხადა ბესიკ თამლიანის დედამ. 

დღის ამბები