დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის შეფასებას ოპოზიცია გამოეხმაურა.
სალომე ზურაბიშვილის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელში გაკეთებულ განცხადებას, რომ უცხოელი პარტნიორების მხრიდან დაუბალანსებელმა კრიტიკამ შესაძლოა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციაზე ნეგატიურად იმოქმედოს, "ლელოს" დამფუძნებელი უბედურებას უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ჩრდილოეთისკენ სწრაფი ტემპით მიემართება.
"ბუნდოვანი განცხადებაა, მინდა გითხრათ, რომ მეგობრებისგან და ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს წინადადებები და მათ შორის კრიტიკა, მაგრამ თუ ეს კრიტიკა იქნება აღქმული, რომ მე ვაშავებ და თქვენ რომ მაკრიტიკებთ, ამის გამო შეიძლება ორიენტაცია შევიცვალოთ, მთლად უბედურებასთან გვქონია საქმე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ, სწრაფი ტემპით მიემართება ჩრდილოეთის ვექტორისკენ," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.