ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს რუსეთში ტერორისტული აქტების აღკვეთაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ბირთვული შეთანხმების, ვაჭრობის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებიც განიხილეს. საუბრის დროს ტრამპი და პუტინი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ტერორისტული აქტი აღკვეთეს.