ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ყატარში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. საქართველოს დელეგაცია უკვე შეხვდა ყატარის კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრს, ასევე ყატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს.
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ახალი ინვესტორების მოზიდვაზე და ჩვენთვის სტრატეგიულადაც მნიშვნელოვანია რომ მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან," - განაცხადა ნათია თურნავამ.