მთელ მსოფლიოში კორონავირუსის 89,851 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელებულია 45,636 ადამიანი, რაც დასრულებული შემთხვევების 94 %.
აქტიური ანუ დაავდების მიმდინარე ინფექცია 41,146 ადამიანს აქვს.
სულ დღეისათვის "კოვიდ 19"-ით გარდაცვლილია 3,069 ადამიანი, რაც დახურული შემთხვევების 6% შეადგენს.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ყველაზე მეტია.
"კოვიდ 19"-ის გავრცელების ზონაში ანუ ჩინეთში სულ დაავადების 80,026 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან +202 ახალია.
სამხრეთ კორეაში 4,335 დაავადებულია აღრიცხული, აქედან მარტო დღეს 599 დაემატა.
იტალიაში 1704 შემთხვევაა დაფიქსირებული. +3 ადამიანი დაემატა დღეს.
მეოთხე ადგილზე გადავიდა ირანი, სადაც 1501 ინფიცირებულია, თუმცა სამხრეთ კორეის მსგავსად მზარდია ტენდენცია, მარტო დღეს ირანში დაინფიცირების +523 შემთხვევა დადასტურდა.
იაპონიში ვირუსით დაავადებული 274 ადამიანია დაფიქსირებული. აქედან ახალი შემთხვევა +18.
გერმანიაში სულ ინფიცირების 150 დადასტურებული ფაქტია, აქედან ახალია +20.
საფრანგეთში დღეს კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი არ გაზრდილა, თუმცა იქაც უკვე 130 ადამიანია ინფიცირებული.
ესპანეთში 120 შემთხვევაა და აქედან ახალი +36.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სულ დაავადების 88 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან დღეს +13 დაემატა.
კუვეიტში, სადაც სულ 56 დაავადებულია, დღეს 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ნიდერლანდებსაც კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაემატა და საერთო ჯამში გახდა 18.
ბელგიაში 8 შემთხვევიდან 6 ახალია.
რუსეთში სულ სამი ინფიცირებული ჰყავთ აღრიცხული, თუმცა დღეს ერთი ახალი შემთხვევაც დაადასტურეს.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც დღემდე "კოვიდ 19" შესული არ იყო და მხოლოდ დღეს დაფიქსირდა - მსოფლიო რუკაზე დღეს გაწითლდნენ: ჩეხეთი, ინდონეზია, ისლანდია, ანდორა, დომენიკის რესპუბლიკა და შოტლანდია.