18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ქართველი ქალის მდგომარეობა, რომელსაც იტალიაში კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია

იტალიაში მყოფი ქართველი ქალის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა. 

"იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა, იტალიის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალბატონი, რომელმაც აცნობა საელჩოს რომ მას აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. ამის შემდეგ, საქართველოს საელჩო დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს და ის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ტესტების შედეგად, მას კორონავირუსი დაუდგინდა. ახალგაზრდა ქალბატონი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღევანდელი მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. 

დღის ამბები