18 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსის მქონე მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა სამ შემთხვევასთან შედარებით, მძიმეა.

ცერცვაძის თქმით, 44 წლის ინფიცირებული მამაკაცი თავადაც ექიმია და საზღვარგარეთ მუშაობს.

"მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ძალიან. ამის მიუხედავად, ორი დღე ის დარჩა სახლში, იღებდა სიცხის დამწევებს, მაგრამ ეფექტი არ ჰქონდა. გუშინ დილით თვითდინებით მომართა ჩვენს კლინიკას. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სერიოზულია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, კატეგიორულად შემიძლია ვთქვა. მაგრამ ამ დაავადებას ახასიათებს ერთგვარი ვერაგობა. მედიკოსია და მუშაობს საქართველოს საზღვრებს გარეთ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები