ეროვნული ვალუტა უფასურდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 12 მარტისათვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8791 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8463 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან, 0.0328-ით გაუფასურდა . ლარი ევროსთან მიმართებითაც უფასურდება და 1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.2591 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2274 ლარს შეადგენდა.
ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0317 ლარი შეადგინა.