18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ფოთში სავაჭრო ობიექტების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დღეიდან გარკვეული სავაჭრო ობიექტები მუშაობას წყვეტენ. ამის შესახებ ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ "რუსთავი 2"-თან განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მითითებების შესაბამისად ის ობიექტები, რომელთა ფუნქციონირებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, დროებით შეწყვეტენ მუშაობას.

"პრევენციის მიზნით ცენტრალური ხელისუფლების რეკომენდაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ქალაქში შეჩერდეს როგორც სილამაზის სალონების, ასევე სამეურნეო მაღაზიების მუშაობა. იმუშავებს მხოლოდ სურსათის მაღაზიები შეუფერხებლად.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა სურსათის მაღაზიების მფლობელებთან, გვქონდა საუბარი მასზე, რომ არ ყოფილიყო ფასების ხელოვნურად ზრდა, ასევე გვქონდა საუბარი იმაზე, რომ იქნეს მაქსიმალურად დაცული ის წესები, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული. თითოეული ადამიანი მაღალი თვითშეგნებით მოეკიდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება რესტორნებს, მათი ნაწილი გააგრძელებს მუშაობას მიტანის სერვისით, ადგილზე მომსახურება კი არ იქნება. აგრალური ბაზრის დაკეტვის საკითხი დღეისთვის არ დგას, გაძლიერებული რეჟიმით მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, მაქსიმალურად ხდება პრევენციული ღონისძიებების გატარება,"- განაცხადა გოჩა კურდღელიამ

დღის ამბები