"დღეს რაც ვნახეთ სამებაში, იყო სანიმუშო დისციპლინა და მორწმუნე მრევლისგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩანდა", - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
"ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები მიღებული და ამ რეკომენდაციებზე განმარტებები მივიღეთ კიდევ დამატებით. განგვიმარტეს შემდეგი, რომ მთავარია დისტანციის დაცვა. თქვენ ნახეთ დღეს როგორი მოწესრიგებული იყო მსახურება.
რაც ვნახეთ სამებაში, იყო სანიმუშო დისციპლინა და პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი მორწმუნე მრევლისგან. რთულია ახლა ამ ადამიანებს რაიმე საყვედური ვუთხრათ, რომ არ ითვალისწინებენ, ან უპასუხისმგებლოდ იქცევიან. პირიქით, ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი ყველასთვის. სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში შეიძლება რაიმე რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.