16 მაისი 2024,   04:30
ვრცლად
უკრაინის კოვიდკლინიკაში ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის რეანიმაციული განყოფილების 3 პაციენტი და ერთი ექიმია.

ხანძარი საავადმყოფოს პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე იყვნენ მიერთებული.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, ჟანგბადის გაჟონვამ გამოიწვია.

დღის ამბები