16 მაისი 2024,   00:24
ვრცლად
იტალიის ახალ პრემიერად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მარიო დრაგი დაინიშნა 

იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიო დრაგი დაინიშნა. ახალი მთავრობა მოვალეობის შესრულებას შემდეგ კვირიდან შეუდგება.

იტალიაში სამთავრობო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი კოალიცია მატეო რენცის პარტიამ "იტალია ვივამ" დატოვა, რომელიც მთავრობის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას არ ეთანხმებოდა.

იანვარში ახალი კოალიციის ფორმირების მიზნით ჯუზეპე კონტე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. ამის შემდეგ იტალიის პრეზიდენტმა, ახალი მთავრობის ფორმირება მარიო დრაგის დაავალა.

დღის ამბები