16 მაისი 2024,   00:30
ვრცლად
დონალდ ტრამპი ბედნიერია, რომ მის იმპიჩმენტს თანაგუნდელებმა მხარი არ დაუჭირეს

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იურისტების გუნდს, ასევე სენატორებსა და კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა. ყოფილი პრეზიდენტი ბედნიერია, რომ მის იმპიჩმენტს თანაგუნდელებმა მხარი არ დაუჭირეს.

დონალდ ტრამპმა ოპონენტები პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს იყო აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი კუდიანებზე ნადირობის გაგრძელება.

"მე ველოდები ჩვენი საოცარი მოგზაურობის გაგრძელებას, რათა მივაღწიოთ ამერიკის სიდიადეს ყველა მოქალაქისთვის. ერთად არაფერია შეუძლებელი “, – აღნიშნავს გავრცელებულ განცხადებაში დონალდ ტრამპი.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო და მისი იმპიჩმენტი არ შედგა. სენატის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ერიკ ტრამპი და დაწერა, რომ დონალდ ტრამპმა საკუთარ იმპიჩმენტზე ოპონენტები უკვე მეორედ დაამარცხა და აღნიშნა, რომ ანგარიში 2-0-ია ტრამპის სასარგებლოდ.

დღის ამბები