16 მაისი 2024,   00:22
ვრცლად
რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციას, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტებიც შეუერთდნენ

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მორიგი არასანქცირებული საპროტესტო აქციები გაიმართა, აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად ტელეფონის სანათები აანთეს.

დემონსტრაციებს ფემინისტური მოძრაობის აქტივისტებიც შეუერთდნენ, მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლ ქალებს. მათ შორის, ალექსეი ნავალნის მეუღლეს.

14 თებერვლამდე კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი მედია საზოგადოებას აქტიურად აწვდიდა ინფორმაციას, რომ დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობა ანტისახელმწიფოებრივი იქნებოდა და ის დასავლეთის პროპაგანდის ნაწილი იყო.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, სამთავრობო ტელევიზიების ზეწოლამ შედეგი გამოიღო და პროტესტი მცირე აქტივობით დასრულდა.

დღის ამბები