15 მაისი 2024,   23:25
ვრცლად
ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერ ყინვას 60 ადამიანი ემსხვერპლა

60 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ ყინვას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტეხასის შტატში უკვე რამდენიმე დღეა ტემპერატურის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

უამინდობის გამო მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, შეფერხებულია ვაქცინაციის პროცესიც.

გადაიდო 700 ათასზე მეტი ადამიანის აცრა, მათ შორის ნახევარს პრეპარატის მეორე დოზა უნდა მიეღო.

ჯო ბიადენმა ტეხასი კატასრტროფის ზონად გამოაცხადა და ადგილზე ვითარების გასაცნობად მომავალ კვირას ტეხასში ვიზიტს გეგმავს. 

დღის ამბები