15 მაისი 2024,   23:32
ვრცლად
სასამართლომ ნავალნის ცილისწამების საქმეზე ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ ნავალნის ცილისწამების საქმეზე ჯარიმა დააკისრა. რუს ოპოზიციონერს ამჯერად მოსკოვის პროკურატურა "რაშა თუდეის" ვიდეოს გამოქვეყნებაში ადანაშაულებს, რომელშიც მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნიმ ვიდეორგოლს თან დაურთო კომენტარი, რომელიც 94 წლის ვეტერანის ღირსებასა და რეპუტაციას ლახავს.

თავად ნავალნი მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. მანამდე, მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ "ივ როშეს" საქმეზე ნავალნის საჩივარი არ დააკმაყოფილა. პოლიტიკოსს კოლონიაში ორწელიწადნახევრის გატარება მოუწევს. 

დღის ამბები