20 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
სახელმწიფო დროშის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროში - უწყების სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

სახელმწიფო დროშის დღრეს ულოცავს საქართველოს ხომალდ ”ოჩამჩირეს” მეთაური გიორგი სორდია. მისი თქმით, სახელმწიფო დროშის პატივისცემა არის ყველა სანაპირო დაცვის წევრის ვალდებულება. 

"საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის და ერთიანობის სიმბოლოს, დროშის დღეს ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს. ჩვენი ყოველი სამუშაო დღე და ზღვაში გასვლა იწყება ხომალდზე ხუთჯვრიანი დროშის აღმართვით. სახელმწიფო დროშის პატივისცემა და ღირსეული დემონსტრირება თითოეული სანაპირო დაცვის წევრის ვალდებულებაა, რომელსაც ვემსახურებით სიამაყითა და თავდადებით,"- აცხადებს გიორგი სორდია.

დღის ამბები