თბილისის მერია ბარათაშვილის ქუჩაზე ნებართვის გარეშე აშენებული შენობის დემონტაჟის სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დემონტაჟის სამუშაოებს 2 კვირა დასჭირდება და პროექტი მიიღებს შესაბამის სახეს.
"მიმდინარეობს ზედა სართულის სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც შეთანხმების გარეშე განხორციელდა. ეს პროექტით არ იყო შეთანხმებული, თუმცა დააშენეს ზედა სართული. დაიწყო ამის დემონტაჟი, 2 კვირა დასჭირდება სადემონტაჟო სამუშაოებს და რა თქმა უნდა, პროექტი მიიღებს ნორმალურ სახეს,"-აცხადებს კახა კალაძე.