რუსეთის საბანკო სისტემა "მირ-თან" დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაცით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე სისტემები, კომპანია "მირ-თან" არ თანამშრომლობენ.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.
ასევე ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საგადასახდო სისტემების კომპანია "მირი" თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც, შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.
"რაც შეეხება სხვა ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას" - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ტექსტში.