შარტავას ქუჩაზე სწრაფად მოსიარულე ავტომობილი ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. არსებული ინფორმაცით დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი2-ს " განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. საქმეზე დაკავებულია 1 პირი.
განახლება : შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა - მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება