26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
თუ უნდათ, რომ ხალხი ააზეიმონ უნდა გამოაცხადონ "ნაცმოძრაობის" დაშლა - იაგო ხვიჩია სააკაშვილის სცენარით გაწერილ ენმ-ის გეგმაზე

სახალხო ზეიმი ხელისუფლების შეცვლის მიზნით - "ნაციონალური მოძრაობის" ქუჩის აქციების გეგმა პოლიტიკური პარტიებისთვის გაუგებარია. ოპოზიციის ნაწილი, კოლეგებს უკრაინის მოვლენების გამო შექმნილ რთულ ვითარებას ახსენებს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების აქტუალობასაც ვერ ხედავს. ლევან ხაბეიშვილის განცხადების შემდეგ დამატებითი განმარტებები გაკეთდა "ნაციონალური მოძრობის" სხვა წევრების მხრიდანაც.

"ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის იდეა არც არასდროს გამქრალა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი წელია ოპოზიცია საკანონმდებლო საქმიანობას ეწევა. "ნაცმოძრაობაში" ფიქრობენ, რომ ვადამდელი არჩევნების სამართლებრივ საფუძველი სულ დგას ქვეყნაში, შესაბამისად თუ ამას მოჰყვება ხალხის და ოპოზიციის მხარდაჭერა ეს იდეა კვლავ აქტუალური გახდება.

საერთო ოპოზიციური მიღწევებზე და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ სხვ ოპოზიციურ პარტიებშიც. ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ეთანხმება "ნაცმოძრაობის" გეგმას და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას, მეტიც ზოგიერთი მათგანი ღიად აკრიტიკებს ენმ-ს და ამბობენ იმას, რომ სახალხო ზეიმი შეიძლება მაშინ შედგეს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" დაშლას გამოაცხადებს.

"ჩვენ დიდი ხანია მსგავს ოპოზიციურ ზეიმებზე არ გვეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არავის არ ეზეიმება ისეთი დროა სამყაროში და ზოგადად არ მგონია, რომ ადეკვატური იყოს ახლა რამის ზეიმი. თუ უნდათ, რომ მართლა ხალხი ააზეიმონ ამ შეხვედრაზე უნდა გამოაცხადონ ნაცმოძრაობის დაშლის შესახებ და სწრაფად შეიცვლება ხალხის განწყობა, შეიძლება ვიღაცამ იზეიმოს კიდეც,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

"სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ მათი პარტია პოლიტიკურ დღისწესრიგს ილუზიებით არ ქმნის, სხვის გეგმებში ჩარევას კი არ აპირებს. 

"ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას თუ აქვს სამოქმედო გეგმა, ეს მისი სამოქმედო გეგმაა და მე ნამდვილად არ შევუშლი ამაში ხელს. ქუჩაში გავიდეთ და დავინახავთ რისი მუხტი არსებობს. "სტრატეგია აღმაშენებელი" არ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ილუზიებით ცხოვრობს. აბსოლუტურად რეალურად ვუყურებთ პროცესს და აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებებს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის უკვე ორი ათწლეულია აღარ სჯერა. 

"პოლიტიკური პარტია ყოველდღე მზად უნდ იყოს არჩევნებისთვის თუ ეს ასე არ არის, მაშინ ეს არ არის პოლიტიკური პარტია.  ვადამდელი არჩევნები ეს არის კონსტიტუციური მექანიზმი და ინსტიტუტი, იმ ტიპის კრიზისი ს განსამუხტად რაც შესაძლოა ქვეყანაში შეიქმნას. დიახ, ეს შეიძლება შეიქმნას ხვალ, შეიქმნას ორ თვეში- ეს არც მოთქმა-გოდებით მიიღწევა, არც შეძახილებით, არც ლოცვით და არც რამე სხვა ფორმით. ხელებს ვწევ და ვამბობ, რომ დიდი ხანია უკვე "ნაციონალური მოძრაობის" მე აღარ მესმის. საქართველოს სჭირდება ხელისუფლების  შეცვლა უკეთესი ხელისუფლებით,"-აცხადებს უსუფაშვილი. 

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები"  წევრი ლევან იოსელიანი ენმ-ის იდეას აზრს მოკლებულს უწოდებს. 

"ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ახლა აზრს მოკლებულია.  ჩვენი მოქალაქებისთვის რაღაცის შეპირებას, მერე იმედის გაცრუება ეს ყველაფერი იწვევს საბოლოო ჯამში პოლიტიკოსებისადმი ძალიან დაბალ ნდობას და ამიტომ არ ვარ მომხრე, რომ ასეთი დაპირებები გასცეს ოპოზიციამ, რომელსაც მერე ვერ შეასრულებს. ვადამდელი არჩევნები ჩემი აზრით 2024 წლამდე არ იქნება.

ვადამდელი არჩევნების მისაღწევად "ნაციონალური მოძრაობა" ქუჩის მასშტაბურ აქციებს აანონსებს, მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა.

შეგახსენებთ, როგორც დღეს ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ენმ-ს სამომავლო გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს.

 

 

დღის ამბები