20 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
„რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესები უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე“- არასამთავრობოების პირველი კომენტარები

"რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება სამოქალაქო სექტორში. როგორც არასამთავრობოები ამბობენ, მედიის დამოუკიდებლობა არ უნდა შეიზღუდოს და პროცესები უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ.

"როდესაც ტელევიზიას ეხება საქმე, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, რომ რაიმე ტიპის არასათანადო გავლენის მოპოვების მცდელობას არ ჰქონდეს ადგილი, ასევე შესასწავლია კონკრეტული პირის უფლებრივი მდგომარეობა,“ - აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის განვითარების ცენტრში" განმარტავენ, მნიშნელოვანია მედიასაშუალებებთან მიმართებაში გამოყენებული იყოს მაქსიმალურად ყველა ბერკეტი, რომ დაცული იყოს მათი უფლებები და არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები.

„უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესები, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე მოვლენებთან, იყოს ძალიან გამჭვირვალე,“ - აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჩაჩავა. ისინი მოუწოდებენ პროცესში ჩართულ ყველა ჩართულ მხარეს და ორგანოებს, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, რათა პროცესის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი.

ჟურნალისტი ია ანთაძე კი დავის სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლის შემთხვევაში ისაუბრებს  შესაძლო პოლიტიკურ სარჩულზე.

„თუ იქნება სამართლებრივ ჩარჩოში, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თვალყურს ვადევნებ,“ - განმარტა ია ანთაძემ.  

 
დღის ამბები