რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვშის სარჩელთან ყოველგვარ პოლიტიკურ მოტივაციას გამორიცხავს უმრავლესობა.
ეკა ბესელიას განმარტებით, თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით, მოტივაციით, განზრახვებით მოხდა საკუთრების უკანონო ხელყოფაც და წილების გადანაწილებაც.
"ეს იყო ძალიან ცუდი რამ და აშკარად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა და ზეწოლა უნდა მოსცილდეს ამ საქმეს და ჩვენ მივანდოთ მთლიანად ეს სამართლებრივი დავა სასამართლოს. დღეს უზრუნველყოფილია ის, რაც არ იყო მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშის უფლებები შეილახა," - განმარტა ეკა ბესელიამ.