20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
"არ უნდა შეეშალოს ხელი მედიაორგანიზაციის ფუნქციონირებას და სამეწარმეო საქმიანობას" - რუსთავი 2-ის იურისტი

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, რაც ტელეკომპანიას აქვს არის აღმასრულებლის ცნობა. ამ დოკუმენტის საფუძველზე დაყადაღებულია რუსთავი 2-ის მანქანები და ტელეკომპანიას აკრძალული აქვს, როგორც გასხვისება, ისე გაქირავება. მურადაშვილის თქმით, ავტომანქანების გაქირავების აკრძალვამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ტელეკომპანიას სამეწარმეო საქმიანობაში.

თამთა მურადაშვილმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ოფიციალურად მიმართა და იმ დოკუმენტების მიწოდება მოითხოვა, რის საფუძველზეც დაყადაღდა ავტომანქანები. თუმცა ეს დოკუმენტი იურისტს ეხლაც არ მიუღია. რუსთავი 2-ის იურისტებმა მედიის საშუალებით შეიტყვეს, რომ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები მთელი ქონების დაყადაღებას ითხოვენ.

„ჩვენთვის არ არის ცნობილი რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რის შესახებ მიმართა ქიბარ ხალვაში ადვოკატმა. არ ვიცით - რა დააკმაყოფილა სასამართლომ და რა არ დააკმაყოფილა. როდესაც მხარე მიმართავს ქონების დაყადაღებაზე სასამართლოს, მოსამართლემ უნდა იმსჯელოს რამდენად არის ეს მოტხოვნა სამართლიანი და საფუძვლიანი. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს იმ ზიანზეც, რაც შესაძლოა ტელეკომპანიას მიადგეს“, - განაცხადა მურადაშვილმა.

მისი თქმით, არ უნდა მოხდეს მთლიანი ქონების დაყადაღება, რადგან ეს არის კერძო კომპანია და მის სამეწარმეო საქმიანობას არ უნდა შეეშალოს ხელი, ეს არის მედიაორგანიზაცია და არ უნდა შეეშალოს ხელი მედიის ფუნქციონირებას.

რუსთავი 2-ის ადვოკატის თქმით, ქონების დაყადაღება ხელს შეუშლის ტელეკომპანიას ბანკებთან ურთიერთობაშიც.

ტელეკომპანია ყადაღის გასაჩივრებას აუცილებლად გეგმავს მას შემდეგ, რაც იურისტები ნახავენ სასამართლოს განჩინებას, რის საფუძველზეც იმოქმედა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები