რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის მიერ წამოწყებულ ბრძოლასთან კავშირს მმართველ გუნდში უარყოფენ. სახელისუფლებო გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ისინი სასამართლო დავაში ჩარევას არ აპირებენ, რადგან საქმის განხილვა პოლიტიკური გავლენისაგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს.
ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილმა რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დღეს ღიად დააფიქსირა და ქიბარ ხალვაშის მიმართ საკუთარი სიმპათიებიც არ დამალა.
ოპოზიცია ტელეკომპანიის 100 პროცენტიანი წილის დაყადაღებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ მთავრობა დამოუკიდებელ მედიასაშულებაზე ზეწოლით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ხელისუფლებას აკრიტიკებენ თავისუფალი დემოკრატებიც. კითხვები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე